მიმდინარეობს ვებგვერდის თარგმნა

ჩვენი წიგნები დაგეხმარებათ ბიბლიის გაგებაში

გაიზარდეთ თქვენ მიერ ბიბლიის გაგების უნარი და გამოიკვებეთ ღმერთის სიტყვით.

ჩვენი წიგნების თანმიმდევრული წაკითხვის მეშვეობით თქვენ შეისწავლით ბიბლიას და ძირითად საკითხებს. ჩვენი წიგნების კითხვა არის ბიბლიის კითხვის დამატებითი სახელმძღვანელო, და მას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენ მიერ ქრისტიანული რწმენის ძირითადი საკითხები. ჩვენი წიგნები მოგცემთ კარგ საძირკველს თქვენს ქრისტიანულ სიცოცხლეში.

ბიბლიაში მრავალი საკითხი დეტალურად არის განხილული, როგორებიცაა: ქრისტე, ეკლესია, ღმერთის სიცოცხლე და ღმერთის სამუშაო დღეს. მასში შედის ბიბლიის მრავალი ამბის, იგავის, ნიშნისა და წინასახის განმარტება, რომლებიც დაგეხმარებიან ბიბლიის გაგებაში.

წაიკითხეთ ბიბლია სულიერი ზრდისთვის.

როდესაც ვიწყებთ ბიბლიის კითხვას, ჩვენი საჭიროება არ არის მხოლოდ გაგება და ცოდნის მიღება. ჩვენ უნდა გამოვიკვებოთ და მივიღოთ სულიერი შეწევნა ღმერთის სიტყვისგან - ეს არის ჩვენი უმთავრესი საჭიროება. ჩვენ ასევე გვჭირდება ბიბლიის სათანადო გაგება, რაშიც დაგეხმარებათ კიდეც ჩვენი წიგნები, მაგრამ ჩვენ უნდა გადავიდეთ უფრო მაღალ საფეხურზე და ვისწავლოთ, თუ როგორ შევეხოთ სულს, სიცოცხლესა და საკვებს, რომლებსაც შეიცავს ბიბლია.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთის სიტყვები არის რძე, საკვები და თაბლზე უფრო მეტად ტკბილი და ჩვენ უნდა ვჭამოთ ის. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ეს არის არა ფიზიკური ჭამა, არამედ სულიერი ჭამა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვაღწევთ სიმწიფეს.

ბერძნულ ენაზე სიტყვას ,,სიტყვა'' აქვს ორი შესატყვისი - ლოგოსი და რემა. ლოგოსი არის დაწერილი, მუდმივი სიტყვა. რემა არის მყისიერი, მოცემულ მომენტში ნათქვამი სიტყვა. სიტყვები ბიბლიაში შეიცავს სულსა და სიცოცხლეს, და როგორც რემა ისინი შეიძლება იყოს საკვები ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორც მივიღოთ ბიბლიაში დაწერილი სიტყვები და როგორ გადავაქციოთ ისინი ღმერტის მყისიერ ლაპარაკად ჩვენ მიმართ, რათა მივიღოთ სიტყვების სულიერი არსი. ჩვენს წიგნებში ნაჩვენებია ამის კეთების გზა და მათ შეუძლიათ გაამდიდრონ თქვენი განცდები ბიბლიის კითხვისას. ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ ამ წიგნებიდან სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეწოდებინა საკუთარი თავისთვის რემას ლიტერატურის გამავრცელებლები.


ბიბლიის შესწავლის გზები


გაუზიარეთ სხვებსაც!