ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განმარტებულია, თუ როგორ გამოიყენებენ და დაიცავენ რემას ლიტერატურის გამვრცელებლები თქვენ მიერ ამ საიტის გამოყენებისას მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას
არსებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ:
ჩვენ არ მივყიდით, არ მივაწვდით და არ მივაქირავებთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირებს ნებისმიერ სიტუაციაში, თუ ამას არ მოითხოვს მოქმედი კანონი.
უფასო წიგნების შეკვეთის განსახორციელებლად შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი ინფორმაციის შეგროვება: ენა, სახელი, მისამართი, ქვეყანა, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
ჩვენს საიტზე შემოსვლისას გარკვეული ინფორმაცია ავტომატურად გროვდება, როგორებიცაა: IP მისამართი, ვებ ბრაუზერი, ოპერაციული სისტემა, ვებ-მისამართი, ნახული გვერდები და ჩამოტვირთვები. ჩვენ არასოდეს არ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას, როგორებიცაა: თქვენი ასაკი, სქესი, ინტერესები და საბანკო რეკვიზიტები. თქვენ მიერ ამ საიტის გამოყენების გასაუმჯობესებლად ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს. შეგროვებული ინფორმაცის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სტატისტიკა იმისა, თუ როგორი წვდომა და გამოყენება აქვთ მომხმარებლებს ამ საიტზე. ის არ გამოიყენება სხვა რაიმე მიზნით. Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია შემდეგ საიტზე: https://www.google.com/policies/privacy.
cookie ფაილი არის პატარა ფაილი, რომელსაც იყენებს ვებგვერდი, რათა დაიმახსოვროს გარკვეული პარამეტრები ამა თუ იმ კონკრეტულ საიტზე. ჩვენ ვიყენებთ Cookie ფაილებს, რათა უზრუნველვყოთ საიტზე უსაფრთხო ვიზიტი და ავთენტურობა საიტზე შემოსული მომხმარებლებისთვის. ჩვენ ასევე ვიყენებთ Cookie ფაილებს, რათა ჩავიწეროთ თქვენი ენა, თქვენი ქვეყანა და დეტალები იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ. ეს Cookie ფაილები არ გამოიყენება სათვალთვალოდ და პირადი ინფორმაციის შესანახად.
ჩვენ უფლებას გაძლევთ, შემოხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე მესამე პირის ექაუნთიდან. თქვენ შეძლებთ, გადახედოთ და რედაქტირება გაუკეთოთ მონაცემებს, რომლებიც ჩვენ მესამე პირისგან მივიღეთ თქვენი ექაუნთის შესაქმნელად. ჩვენ ასევე გაძლევთ შესაძლებლობას, გააზიაროთ ჩვენი საიტის კონტენტი სოციალურ ქსელებში, რაც ნებაყოფლობითია.
ჩვენ არ განვათავსებთ სხვა ქსელების რეკლამებს ჩვენს საიტზე .
ჩვენი საიტის მიზნობრივი აუდიტორია არ არიან ბავშვები. ჩვენ შეგნებულად არ მოვითხოვთ და არ ვაგროვებთ ინფორმაციას ბავშვებისგან 16 წლის ქვემოთ.
ჩვენი საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც დაკავშირებულია სხვა საინტერესო ვებ-გვერდებთან. ამ ბმულებზე გადასვლით თქვენ დატოვებთ ჩვენს ვებ-გვერდს და აღარ იქნებით ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოქმედების არეალში. თქვენ წინდახედულად უნდა მოეკიდოთ ამა თუ იმ სხვა საიტზე არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენ შესახებ. თქვენ შესახებ პირადი ინფორმაციის წაშლამდე ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი იდენტურობის დადგენა და შეკვეთის სტატუსი. დაგვიკავშირდით მოთხოვნისთვის.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის წაშლა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენ შესახებ. თქვენ შესახებ პირადი ინფორმაციის წაშლამდე ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი იდენტურობის დადგენა და შეკვეთის სტატუსი. დაგვიკავშირდით მოთხოვნისთვის.
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ ჩვენ არ გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია მარკეტინგული მიზნებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლება, რომ აღმოფხვრათ ასეთი პროცესი თქვენი მონაცემების ან ექაუნთის ანკეტის ცხრილში უჯრედის მონიშვნით ან არმონიშვნით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უფლება ნებისმიერ დროს ჩვენთან დაკავშირების მეშვეობით. დაგვიკავშირდით მოთხოვნისთვის.
ჩვენი მთავარი ოფისი არის შეერთებულ შტატებში. თქვენი პირადი მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ან გადმოგვეცეს ჩვენ შეერთებულ შტატებში. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებ-გვერდს შეერთებული შტატების საზღვრების გარედან, იცოდეთ, რომ თქვენი ინფორმაცია შეიძლება იქნეს გამოგზავნილი, შენახული და დამუშავებული შეერთებულ შტატებში, ჩვენი სერვერებია განთავსებული და სადაც ხდება ჩვენი მონაცემთა ბაზის მართვა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ ინფორმაციის გადმოცემას.
ჩვენ არ გავამხელთ პირად ინფორმაციას დროის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა ამ პოლიტიკის ზემოთხსენებული მიზნების განხორციელებისთვის, თუ დამატებით არ გახდება საჭირო არგამხელის პერიოდის გაგრძელება კანონიერი ნებართვის, გადასახადების, ნორმატიული ან სხვა იურიდიული მიზნების გამო. თუ ჩვენ არ გვექნება მიმდინარე ლეგიტიმური ბიზნეს საჭიროება პირადი ინფორმაციის დამუშავებისა, ჩვენ წავშლით ან ანონიმურს გავხდით ამ ინფორმაციას. ზოგადად, მონაცემები წაიშლება ან გახდება ანონიმური ხუთწლიანი უმოქმედობის შემდეგ.
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი გზებით:
რემას მსახურება
PO BOX 31651
Seattle, WA 98103
USA