მიმდინარეობს ვებგვერდის თარგმნა

Rhema არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ავრცელებს უფასო ქრისტიანულ წიგნებს.

გაიგეთ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, როგორც არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, ჩვენი საქმიანობის ისტორია და როგორ შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება.

Rhema Literature Distributors არის მორწმუნეთა ჯგუფი მთელს დედამიწაზე, რომლებიც დაკავებულნი არიან ერთი მისიით - აქტიურად გაავრცელონ უმაღლესი ხარისხის ქრისტიანული ლიტერატურა. ჩვენ ვავრცელებთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და 40-ზე მეტ ენაზე , ვხელმძღვანელობთ რა მარტივი პრინციპით - მთელი ჩვენი ლიტერატურა სრულიად უფასოდ გაიცემა.

ჩვენ ვავრცელებთ წიგნებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაგვეხმარა ბიბლიის გაგებაში და ქრისტეს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეცნობაში და განცდაში. კერძოდ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ Living Stream Ministry-თან, რათა გავავრცელოთ მათი ავტორების რამდენიმე ძირითადი სათაური.

ჩვენ ვართ არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, და ჩვენი დისტრიბუცია შესაძლებელია მთელი მსოფლიოდან მორწმუნეებისა და ეკლესიების მატერიალური შესაწირების მეშვეობით. მათ გვანდეს ეს საშუალება ვიყოთ თავისუფალი და ფართო არხი ყველასთვის, ვინც ღმერთის ღრმა და დამაკმაყოფილებელი გზით შეცნობას ცდილობს.

ჩვენი რწმენა

ადამიანები ხანდახან გვეკითხებიან ჩვენი რწმენის შესახებ. აქ მოყვანილია დებულება ჩვენი რწმენის შესახებ. ამ რწმენის მიმდევრობა არ არის პირობა ჩვენი წიგნების მისაღებად. ჩვენი წიგნები თავისუფლად არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მრწამსის წარმომადგენლებისთვის.

ჩვენ რემაში ვიცავთ საერთო რწმენას, რომელსაც იზიარებს ყველა მორწმუნე, რომლის შინაარსი ერთხელ და სამუდამოდ არის წარმოდგენილი ახალ აღთქმაში. კერძოდ, ეს საერთო ახალი აღთქმისეული რწმენა შედგება შემდეგი საკითხებისგან, რომლებიც ჩვენ გვწამს ბიბლიასთან, ღმერთთან, ქრისტესთან, გადარჩენასა და მარადისობასთან დაკავშირებით :

  • ბიბლია არის სრული ღვთაებრივი გამოცხადება და მისი თითოეული სიტყვა შთაგონებულია ღმერთის მიერ სულიწმიდის მეშვეობით.
  • ღმერთი არის უნიკალური და ის ერთია მარადიულად, მაგრამ ის ასევე მარადიულად სამერთიანია, როგორც მამა, ძე და სული და ღვთაებაში სამნი არიან განსხვავებული, მაგრამ განუყოფელი.
  • ღმერთი ქრისტეში განსხეულდა, რათა ყოფილიყო ნამდვილი, სრულყოფილი ადამიანი, სახელად იესო. ის ჯვარს აცვეს , ის მოკვდა ჩემნაცვლებითი სიკვდილით ჩვენი გამოსყიდვისთვის. მესამე დღეს ის აღდგა მკვდრეთით, აღდგა განდიდებული სხეულით. ის ამაღლდა ღმერთის მარჯვნივ და გახდა ყოვლის უფალი.
  • ადამიანმა შესცოდა და არის ცოდვილი, და როგორც ასეთი, ის მოექცა ღმერთის სასამართლოს ქვეშ. მაგრამ ქრისტეს ჩამნაცვლებელი სიკვდილის მეშვეობით ადამიანი ცოდვისა და ღმერთის სასამართლოსგან გადარჩენა. როდესაც ადამიანი ინანიებს ღმერთის წინაშე და ირწმუნებს უფალ იესო ქრისტეში, ის იღებს მარადიულ ხსნას, ცოდვების მიტევებას, გამართლებას ღმერთის წინაშე და ღმერთთან მშვიდობასაც კი. ამის საფუძველზე გადარჩენილი ადამიანი იღებს ღვთაებრივ სიცოცხლეს და ბუნებას, რაც მას ღმერთის შვილად და ქრისტეს სხეულის ნაწილს ხდის, რომელშიც ყველა მორწმუნე იზრდება შენდება სიმწიფემდე.
  • ქრისტე კვლავ მოდის დედამიწაზე, რათა მიიღოს თავისი მორწმუნეები თავისთან. მარადისობაში ჩვენ ვიცხოვრებთ ღმერთთან ახალ იერუსალიმში, რომელიც არის ღმერთისა და მისი რჩეულების საბოლოო გამოხატულება.

Rhema-ში ჩვენი მიზანია უფასოდ გავავრცელოთ ქრისტიანული ნაწერების უნიკალური კოლექცია, რომელიც, ჩვენი აზრით, მაქსიმალურად გაზრდის მკითხველთა ახალი აღთქმის რწმენის გაგებასა და განცდას. მორწმუნეები არა მხოლოდ მარადიული გადარჩენით ტკბებიან ქრისტეში მისი გამოსყიდვის მეშვეობით, არამედ ყოველდღიური გადარჩენით მის სიცოცხლეში, რაც პრაქტიკულად შეიძლება განხორციელდეს ბიბლიიდან სულიერი საზრდოს მიღებით. ეს იყო ჩვენი განცდა; ვიმედოვნებთ, რომ ის ასევე თქვენი გახდება.

ჩვენი ისტორია

Rhema ლიტერატურის დისტრიბუტორების 30+ წლიანი ისტორია

1980-იანი შუა წლებიდან მოყოლებული, რემამ დაიწყო უფასო ლიტერატურის გავრცელება. თავდაპირველად, ჩვენ დავიწყეთ ბიბლიისა და სულიერი წიგნების რუსულ ენოვან საბჭოთა ქვეყნებში გავრცელება. ჩვენი პრიორიტეტი გავრცელებისა იყო იმეილის გამოყენებით, რომელიც მოთხოვნილი იყო სხვადასხვა მომხმარებლის მიერ, მაგრამ ჩვენ აგრეთვე კოორდინაცია გვქონდა სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა გაგვევრცელებინა ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტება ბევრ ადგილებში.  

1999 წელს მასის გავრცელების ცდამ რუსულ ენაზე ახალი აღთქმის შენიშვნებითა და სასწავლო მატერიალის მიწოდებით მიაღწია კულმინაციას.

2001 წელს, რემამ დაიწყო შეთავაზება

მიიღეთ მონაწილეობა

მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ სამი გზით: პირველი, თქვენი ლოცვით, მეორე- შემოწირულობის გაცემით, მესამე- თქვენს მხარეში უფასო ლიტერატურის გავრცელებაში მონაწილეობის მიღებით

მონაწილეობა მიიღეთ ლოცვის მეშვეობით

ბევრმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო გავრცელებაში მათ ტერიტორიაზე და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვაფასებთ ამ თხოვნებს დამატებითი ინფორმაციის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ამ მონაკვეთში გიპასუხებთ იმ გზების შესახებ, რომლითაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ჩვენ დავყავით ეს მონაკვეთი მონაწილეობის მიღების სამ კატეგორიად: ლოცვით, შემოწირულობებით და გავრცელებით.

მონაწილეობის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ლოცვაა. სხვადასხვა ენებზე და სხვადასხვა ქვეყნებში უფასო წიგნების გავრცელებისას ჩვენ აღფრთოვანებული დავრჩით ადამიანის გადარჩენაზე თხოვნის ლოცვით, რომელიც გვხვდება 1-ლი ტიმოთეს მე-2 თავში.

ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის, მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით; ვინაიდან ესაა კეთილი და მისაღები, ჩვენი მაცხოვარი ღვთის წინაშე, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას

  • მრავალი დონის ლოცვა, მათ შორის ვედრება, შუამდგომლობა და მადლიერება ადამიანთათვის.
  • ლოცვა მიმართულია ყველა ადამიანზე და მათ შორის არიან მეფეები და მმართველებიც. როდესაც ჩვენ განვიხილავთ დღევანდელ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, როგორც არასდროს, ეს არის ღმერთის სურვილის შესრულების გასაღები.
  • ღმერთის სურვილი ორგვარია: ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების სრულ ცოდნას. ლოცვაში ჩვენი მონაწილეობაც ამ სურვილს უნდა ასახავდეს.
  • ეს ლოცვა ძალიან კონკრეტული და მიზანმიმართულია, რადგან ის ახსენებს მშვიდი და წყნარი ცხოვრების საჭიროებასაც კი ახსენებს. ასეთ სიტუაციაში ღმერთს აქვს გზა, გადაარჩინოს ადამიანები და მიიყვანოს ისინი ჭეშმარიტების სრულ ცოდნამდე.

ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ როდესაც ღმერთის ხალხის ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას ასეთ ლოცვაში, წლების მერე ყველა ეს კონკრეტული პუნქტი აღსრულდება. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბევრს შეუძლია ილოცოს ისე, რადგანაც ეს წიგნები თავისუფლად ავრცელებენ ჭეშმარიტების სრულ ცოდნას.

მონაწილეობა მიიღეთ შემოწირულობის მეშვეობით

რემა არის არაკომერციული კორპორაცია, რომელიც დაფუძნდა 1982 წელს ვაშინგტონის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. რემაზე გაკეთებული შემოწირულობები არ იბეგრება, აშშ-ს შემოსავლების კოდის (501)(c)(3) სექციის თანახმად. არსებობს დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭო, რომელიც მართავს Rhema-ს ფინანსებს.

ყველა შემოწირულობა დასაფასებელია და გამოიყენება ბიბლიისა და ქრისტიანული ლიტერატურის გასავრცელებლად და დამხმარე აქტივობების გასატარებლად, როგორიცაა კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება, რაც ეხმარება მკითხველებს, გაიგონ და განიცადონ ბიბლიაში მოცემული ჭეშმარიტებები.

თქვენი პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული კომერციული მიზნებისთვის ან გაზიარებული სხვა ორგანიზაციებთან.

მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
ლუკას სახარების 6:38

მათ, ვისაც უფლისგან აქვთ შეწირულობის გაცემის საქრუნავი, შეგიძლიათ შემოწირულობის გაღება შემდეგი გზებით:

შემოწირულობის გაკეთება

მონაწილეობა მიიღეთ მოხალისეობით

ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!.
მათეს სახარების 28:19-20

არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
Acts 1:8

ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს უფასო ლიტერატურის გავრცელებაში დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

დაგვიკავშირდით ჩვენ

ჩვენი უფასო ქრისტიანული წიგნების წაკითხვა და გაგება არის ადვილი, მრავალი სასარგებლო მაგალითის წყალობით.

ხელმისაწვდომია ე-წიგნი ან დაბეჭდილი წიგნი

ჩვენი წიგნები დაგეხმარებათ გაიგოთ ბიბლია, გაიგოთ ქრისტეს შესახებ და გაგიწევთთ პრაქტიკულ დახმარებსა თქვენი ქრისტიანული ცხოვრებისთვის. ამ სერიაში შედის 7 წიგნი, რომელიც 3 კომპლექტშია. ამ სერიის თემები ვითარდება და მშვენიერი მარაგია ყველასთვის.

მეტის გაგება

გაუზიარეთ სხვებსაც!